ახალი ამბები
ქუთაისში ნაძვის ხეები მოჭრეს
FaceBook
ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე 2 ნაძვის ხე მოჭრეს. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხეები დაახლოებით 3 დღის წინ მოიჭრა. მათივე თქმით, ნაძვის ხეები მრავალწლოვანი იყო. 



"ნარმანია გახდა ქუთაისის მერი თუ რა ხდება ამ ქალაქში. არ აქვს მნიშვნელობა კერძო არის ნაკვეთი თუ საჯარო, მწვანე საფარი არ უნდა განადგურდეს ასე", –ამბობს ქუთაისში მცხოვრები, ომარ გვიშიანი და აღნიშნავს, რომ ხეების მოჭრა კერძო მესაკუთრემ ნებართვების დაცვით განახორციელა.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია და ამ შემთხვევაში არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარება. 

"იგეგმება თუ არა რაიმეს მშენებლობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან ტერიტორიის მესაკუთრეს  ამის შესახებ განაცხადი შემოტანილი არ აქვს", – განგვიმარტეს მერიაში. 

ქუთაისიპოსტი აგრძელებს თემაზე მუშაობას, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.
Print