ახალი ამბები
"მოვუწოდებთ ქუთაისელებს, მასიურად დაიძრან თბილისისკენ"
FaceBook
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ადგილი ქუთაისია, შესაბამისად, ის ამ ქალაქში უნდა დარჩეს -

ეს გახლდათ მთავარი შეთანხმება ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ქალაქში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით იმსჯელეს.

"ალბათ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მართებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ მოვუწოდებთ ქუთაისელებს და არა მარტო მათ, მასიურად დაიძრან და გადავიდნენ თბილისში საცხოვრებლად. აი შემდეგ უკვე ხელისუფლება დაითვლის, რა უჯდება პარლამენეტის არსებობა ქუთაისში და რა დაუჯდება დაცარიელებული და დაცლილი ქალაქი, – ამბობს ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ხვიჩა ვაშაყმაძე.

"პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა ცუდად აისახება ქალაქის განვითარებაზე და მას ვერ ჩაანაცვლებს დაგეგმილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა" –განაცხადა შეხვედრის ორგანიზატორმა, "ევროპა ჩვენი სახლია"–ს წარმომადგენელმა, მერაბ ბარათაშვილმა.



შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალი დისკუსია უკვე სამოქმედო გეგემებით 19 აპრილს, 16 საათზე გაიმართება.

საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის ორმოცდამერვე პრიმა მუხლი, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრულია ქუთაისი, შესაძლოა, შეიცვალოს და კონსტიტუციაში საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი საერთოდ არ იქნას მითითებული.
Print