ახალი ამბები
ზესტაფონში "სააღდგომო წახალისების" მიზნით ათი ათასობით ლარის პრემია გაიცა
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სააღდგომო პრემიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 000 ლარი გაიცა. ეს თანხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 და  გამეგობის 162 თანამშრომელზე გადანაწილდა. 

თუ რა დამსახურებისთვის მოხდა პრემიების გაცემა,  ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღრაძე ქუთაისიპოტთან საუბარში განმარტავს, რომ:  "პრემიების გაცემა მოხდა "სააღდგომო წახალისების" მიზნით".

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაცემული პრემია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გასულ წელს მომზადებულ კვლევაშიც მოხვდა. რომლის მიხედვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი პრემიების გაცემის კუთხით იმერეთის რეგიონში (ქუთაისის შემდეგ)  ლიდერობს.  

კვლევის მიხედვით, ზესტაფონის გამგეობა და საკრებულო თანამშრომლების წახალისებას "საშვებულებო დახმარების" ფორმით ახდენდა, რამაც ჯამში 161 200 ლარი შეადგინა. კვლევის ავტორთა თქმით, ამ ქმედებით მუნიციპალიტეტმა დაარღვია პრემიის გაცემის წესი, ვინაიდან საშვებულებო დახმარებას, როგორც ტერმინს, კანონმდებლობა არ იცნობს.

ეკა დუგლაძე
Print