ახალი ამბები
"ვეძებთ ასეთ ადამიანებს" - "ღვაწლმოსილი ქუთაისელის" წოდებით 4 პირი დაჯილდოვდა
FaceBook
ქუთაისის მერმა "ღვაწლმოსილი ქუთაისელის" წოდებით რამდენიმე პირი დააჯილდოვა.

ეს წოდება მერი ფაჩუაშვილს, ნენული კაკაურიძეს, ქეთევან უკლებასა და მერაბ გრიგალაშვილს მიანიჭეს.

"არ გვინდა გამოგვრჩეს ის ადამიანები, ვისაც ღვაწლი აქვს ქალაქის წინაშე. განსაკუთრებით არ გვინდა გამოგვრჩეს ისინი, ვინც ამ წოდებას არ ითხოვს. ამას თვითონ ქალაქი უნდა მიხვდეს. ვეძებთ ქუთაისში ასეთ ადამიანებს," - აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

მისივე თქმით, ეს საუკეთესო მაგალითია ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ქალაქის მსახურება ათწლეულების შემდეგ დაფასებულია.

"ცოტა გავაკეთეთ თუ ბევრი, რაღაც გავაკეთეთ. ვაგრძელებთ მუშაობას. ტემპი და განწყობა არ შეგვინელებია, რომ ამ ქალაქისთვის რაღაც გავაკეთოთ," - განაცხადა შეხვედრაზე ნანული კაკაურიძემ.

ქუთაისის მერმა ღვაწლმოსილ ქუთაისელებს სიმბოლური საჩუქრები და თაიგულები გადასცა.




Print