ახალი ამბები
როგორი იქნება ქუთაისში სასამართლო ექსპერტიზის შენობა, რომელზეც 7 მილიონამდე დოლარი იხარჯება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სასამართლო ექსპერიზის ახალი შენობის მოსაწყობად 6,5 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასავლეთ რეგიონის ეროვნული ბიურო ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე შენდება.
სამშენებლო სამუშაოებს თბილისური კომპანია შპს "პალადა" აწარმოებს.
როგორც სამშენებლო კომპანია "პალადას" წარმომადგენლები ამბობენ, სასამართლო ექსპერტიზის შენობა თანამედროვე სტანდარდებით მოეწყობა.

KutaisiPost

KutaisiPost
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასავლეთ რეგიონის ეროვნული ბიუროს მშენებლობა ქუთაისში მიმდინარე წელს დასრულდება.
მშენებლობა მთავრობის დაფინასებით ხორციელდება.

ანა ჯანაშია

Print