ახალი ამბები
ჭიათურაში საამქროს მეექვსე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა
FaceBook

ჭიათურაში მადანის გადამამუშავებელ საამქრო "ცოფ 1" ში დასაქმებული მუშა გარდაიცვალა.


შემთხვევა, გუშინ, 11 აპრილს 21:00 საათზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მუშა ზეინკალი იყო და სამუშაობს ასრულებდა რა დროსაც მეექვსე სართულიდან გადმოვარდა.

"შედუღების სამუშაოს ასრულებდა როდესავ გადმოვარდა. დავარდა მესამე სართულზე და ადგილზე გარდაიცვალა სხვა დეტალები არ ვიცი", - ამბობს
მეტალურგიული და სამთო მრეწველობის დარგის პროფკავშირების წარმომადგენელი, პაატა სამხარაძე.

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარებს, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

რამდენად იყო დაცული საწარმოში უსაფრთხოების ზომები დაცული და რას აცხადებენ შპს "ჯორჯიან მანგანეზში", რომლის დაქვემდებარებაშია ჭიათურის მადანის გადამამუშავებელ საამქრო "ცოფ 1", ქუთაისიპოსტი ამ და სხვა დეტალებზე მუშაობს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

Print