ახალი ამბები
ქუთაისში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ზასტავაზე ორი  თვის წინ დაწყებული ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა შეაჩერა.
სასამრთლომ ეს გადაწყვეტილება  ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთა მიერ შეტანილი შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

საქმის ადვოკატის რობინზონ ხურცილავას თქმით, მხარეები მოსამზადებელი სხდომისთვის ემზადებიან.

"სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ვიდრე  საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მშენებლობა შეჩერდა. ახლა, მოსამზადებელი სხდომისთვის ვემზადებით",- ამბობს რობინზონ ხურცილავა.

ქუთაისში, ზასტავის დასახლებაში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ადგილობრივებმა ორი თვის წინ გააპროტესტეს. მათი თქმით, ახალი ობიექტი მათ საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოსაა, რის გამოც, მუდმივ საფრთხეში მოუწევთ ცხოვრება.

მოსახლეობის პროტესტს უბნის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი, ნატო ქათამაძეც შეუერთდა და მშენებლობის შეჩერება მოითხოვა.

მოგვიანებით ადგილობრივებმა, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 

ზასტავაზე ბენზინგასამართი სადგურის სამშენებლო სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული.  ტერიტორიაზე არც კომპანიის წარმომადგენლები და არც  სამუშაოების შემსრულებლები იმყოფებიან. 


Print