ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ლადო ასათიანის 100 წლის იუბილე აღნიშნეს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლადო ასათიანი დაბადებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციის დაწყებამდე უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებმა და სტუნდენტებმა ლადო ასათიანი ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ლადო ასათიანის შემოქმედებით დაინტერესება განსაკუთრებით იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ ის წერეთლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

"კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები, საშუალებას გვაძლევს გავიხსენოთ და გავეცნოთ ლადო ასათიანის ცხოვრების და შემოქმედების ისეთ დეტალებს, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ის იყო ქართული შემოქმედების დიდი ოსტატი", -  აღნიშნა კონფერენციაზე წერეთლის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.

სასწავლებეში ლადო ასათიანის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენცია 11 აპრილს დაიხურება, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტრ-მასწავლებლები 30-მდე ნაშრომს წარმოადგენენ.
Print