ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ კვებით მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერიამ კვებით მომსახურებაზე გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 740 ლარს შეადგენს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნული ტენდერი 4 მაისს გამოაცხადა.
მერიამ აღნიშნული ტენდერი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგამოფენო ღონისძიებაზე კვებითი მომსახურებისთვის გამოაცხადა. წინადადების მიღება დღეს დაიწყო. თუმცა, ამდროის მონაცემებით აღნიშნული შესყიდვით არავინ დაინტერესებულა. წინადადების მიღება 8 მაისს მთავრდდება.
სალათი სუხარიკებითა და ბეკონით, მჭადი და ბადრიჯანი, ბუტერბროტი ზეთის ხილით, ჰოლანდიური ყველით და ბეკონით, იმერული ხაჭაპური (6 ნაჭრიანი) და პიცის ასორტი (8 ნაჭრიანი) - ამ სხვა საკვებით უნდა უზრუნველყოს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, 18 მაისს ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიებაზე მისული სტუმრები.

თეკლე მორგოშია

Print