ახალი ამბები
ქუთაისში გელა დარსაძის სახელობის კალათბურთის ტურნირი ჩატარდება
FaceBook
მიმდინარე წლის 9-11 მაისს ქუთაისში კალათბურთელ გელა დარსაძის სახელობის ტურნირი ჩატარდება.
ტურნირის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხდა 8 750 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170005510). სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადების მიღება 18 აპრილს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დარბაზის დაქირავება, სადაც ტურნირი გაიმართება.

"მიმწოდებელი" ვალდებულია ტურნირის მონაწილეები უზრუნველყოს სასტუმრო მომსახურებითა (42 პირი 3 დღე) და კვებით დღეში სამჯერ, თანდართული დანართის შესაბამისად და სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

სასტუმროს უნდა ჰქონდეს 3 ადგილიანი 12 ნომერი, 1 ადგილიანი 6 ნომერი ან 2 ადგილიანი 3 ნომერი. თითოეულ ნომერში უნდა მოთავსდეს არაუმეტეს ერთი ან ორი ადამიანი; ოთახებში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილები, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა და კონდენცირება (24 საათი), სასტუმროში შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს უკაბელო ინტერნეტი არანაკლებ 1 მგ/წმ სასტუმროს ნებისმიერ წერტილში.
ოთახებში დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები, შესაბამისი რაოდენობის პირველადი ჰიგიენური პროდუქტები (საპონი, შამპუნი, დასაბანი გელი და სხვა) და თეთრეული; ფასების ცხრილში მითითებული ჩაი, ყავა და კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო სალათები და სასმელები - შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული", - ნათქვამია მერიის მიერ გამოცხადებულ სახელწიფო შესყიდვის დოკუმენტში.

ტურნირში გამარჯვებულები გელა დარსაძის სახელობის თასითა და მედლებით დაჯილდოვდებიან, რომელთა დამზადებაც ასევე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს.

თბილისის დინამოს წამყვანი ფეხბურთელი, ლეგენდარული კალათბურთელი გელა დარსაძე 2013 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Print