ახალი ამბები
საქალაქო სასამართლომ მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ დადგენილების შეჩერებაზე უარი თქვა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკრებულოს "ლეიბორისტი" წევრის, სამსონ გუგავას შუადგომლობა, საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის გაძვირების დადგენილების შეჩერების შესახებ.
სამსონ გუგავას თქმით, სასამართლომ საკრებულოს დადგენილების შეჩერებაზე უარი საფუძვლის არარსებობის მოტივით თქვა.

"სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება სახელმწიფოს და არა ხალხის ინტერესებს. სასამართლო ცდილობს არ აწყენინოს ადგილობრივ ხელისუფლებას და მისი ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ხელისუფლების საამებლად. სამწუხაროდ, მე ეს მოლოდინი მქონდა",  -  ამბობს   ქუთაისიპოსტთან საუბარში სამსონ გუგავა.

"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საკრებულოს დეპუტატმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, შუამდგომლობით,  მგზავრობის გაძვირებამდე ერთი დღით ადრე, 6 აპრილს მიმართა. სამსონ გუგავა ქუთაისის საკრებულოს იმ დადგენილების შეჩერებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც საქალაქო ტანსპორტზე მგზავრობის ფასი 10 თეთრით გაიზარდა.

მიმდინარე წლის 7 აპრილიდან, ქუთაისში მიკროავტობუსით გადაადგილება 50 თეთრი ღირს, ხოლო ავტობუსით 40 თეთრი.

სამსონ გუგავას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მიმართავს თუ არა სარჩელით სასამართლოს, ფასის მატების შესახებ საკრებულოს დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.

ქუთაისში, მგზავრობის გაძვირებას საქალაქო ტრანსპორტზე დასაქმებული მძღოლები ითხოვდნენ. მათი თქმით, საწვავზე ფასის ზრდის გამო, მათი შემოსავლები შემცირდა.

ქუთაისის მერიამ მძღოლების ორდღიან პროტესტს მათი მოთხოვნის დაკმაყოფლებით უპასუხა, თუმცა, სოციალურად დაუცველი მგზავრებისთვის მგზავრობის კვლავ ძველი ტარიფი დატოვა ძალაში. 

ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში

"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის სანქციებზე
"ველოდებით პროცედურებს" - ქუთაისში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი 1 აპრილიდან გაძვირდეს
Print