ახალი ამბები
"ვისია ქალაქი?" - გამოფენა წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook

"ვისია  ქალაქი?" -  ამ სახელწოდებით გამოფენა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, რომელიც დღის ბოლომდე გაგრძელდება.


მისი ორგანიზატორი "ირიბი მოძრაობის კიბერთეატრი" არის.  მისი წარმომადგენლის, ცოტე ცხვედიანის თქმით, გამოფენის მთავარი მიზანი იმის ჩვენება იყო რეალურად  თუ  ვის ეკუთვნის ქუთაისი.

"გვინდა ვაჩვენოთ ფოტოებით, ვისია ძალაუფლება ქუთაისში. მათი ვინც ფინანსური კაპიტალის მფლობელია თუ უბრალო მოქალაქეებისაც.
ბოლო დროს ჩვენი ქალაქის მართვაში გადაწყვეტილებას მხოლოდ მცირე ჯგუფი იღებს", - განმარტა  "ირიბი მოქმედების კიბერთეატრის" წევრმა, ცოტნე ცხვედიანმა ფოტოგამოფენის გახსნაზე.

გამოფენაზე ოთხი ფოტოგრაფის ათი ნამუშევარი არის წარმოდგენილი.

"ფოტოგამოფენისთვის
კონკურსი გამოცხადდა, სადაც თემა იყო ქალაქის საკუთარი თვალით დანახვა. ფოტოებში ზოგმა მერიისკენ გაიშვირა ხელი, ზოგმაც მოქალაქეებისკენ და ბავშვებისკენ. სწორედ ესაა საინტერესო ამ გამოფენაში",  - ამბობს  ფოტოგრაფი, გიორგი კილაძე.


გიორგი კილაძის ფოტო


გელა ღაჭავას ფოტო


გელა ღაჭავას ფოტო

 

Print