ახალი ამბები
ქუთაისის მერია 37 კორპუსის ეზოების რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია, ქალქში 37 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოების რეაბილიტაცისთვის 1 048 727 ლარიან ტენდერს აცხადებს. სახელმწიფო შესყიდვაში  (SPA 170005341) წინადადების მიღება 22 აპრილს იწყება და ხუთ დღეში დასრულდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, შემსრულებელმა კომპანიამ 37 კორპუსის ეზო მიმდინარე წლის 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოს.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ორი წელია. კომპანია სამუშაოებისთვის თანხას ეტაპობრივად მიიღებს.



Print