ახალი ამბები
ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა დაიწყო
FaceBook

ქუთაისში სოციალურად დაიცველებისთვის სააღდგომო ნობათების გაცემა დაიწყო. სურსათების დარიგება აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ფოლკლორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდინარეობს.


ნობათების დარიგებას ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომოპანია "შპს ტენდერი 123" ახორციელებს. კოპანიაში განმარატვენ, რომ სურსათების მიღება ბენეფიციარებს 13 აპრილამდე ყოველდღე 09:30 საათიდან 17:00 საათმდე შეეძლებათ.

სააღგომო ნობათს ქალაქში მცხოვრები 2 786 ბენეფიციარი მიიღებს.

გაყინული ქათამი, შედედებული რძე, პასქა, ზეთი, შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, კვერცხი, პურის ფქვილი, 2 კილოგრამი შაქარი - ამ ნობათების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს "ტენდერი 123" -მა 77030.8 ლარი დაიხარჯა. 

როგორ ელოდებიან სააღდგომო ნობთებს ბენეფიციარები და რამდენად მნიშვნელოვნია ეს პროდუქტები მათთვის, ნახეთ  ვიდეოსიუჟეტი ქუთაისიპოსტზე.

 

Print