ახალი ამბები
"მომავლის ფონდის" წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
FaceBook
ქუთაისში, საქველმოქმედო ორგანიზაცია "მომავლის ფონდის" წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს.

"საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება. ეს დღე ჩვენს მეხსიერებაში დიდი ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება," - განაცხადა "მომავლის ფონდის" დამფუძნებელმა, არჩილ ნიჟარაძემ.

ფონდი 2016 წლის 3 ოქტომბერს დაფუძნდა. მისი ძირითადი საქმიანობის მიზანი ქველმოქმედება და უფლებათა დაცვაა.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

დღესვე მემორიალზე სანთლები ქუთაისის მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც დაანთეს.

9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა.


Print