ახალი ამბები
"9 აპრილს დაიწყო ქართველი ხალხის ეკლიანი გზა დამოუკიდებლობის გზაზე" - "ევროპული საქართველო"
FaceBook

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გია თევდორაძის თქმით, სიმბოლურია, რომ წელს ეს ორი დღესასწაული (ბზობა) ერთმანეთს დაემთხვა.

"ისევე როგორც ქრისტეს გოლგოთის გზა დაიწყო იერუსალიმში დიდებით შესვლით, ასევე 28 წლის წინ, 9 აპრილს დაიწყო ქართველი ხალხის ეკლიანი გზა დამოუკიდებლობის გზაზე", - აღნიშნა გია თევდორაძემ.

 


9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც.

 

Print