ახალი ამბები
"ჩვენ მოვუძებნეთ ყველაზე კარგი ადგილი" - ქუთაისის მერი 9 აპრილის ძეგლზე
FaceBook
9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ქუთაისის მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის  და იმერეთის სამხარეო ადმინისტრციის წარმომადგენლებთან ერთად  9 აპრილის მემორიალზე სანთლები დაანთეს.

"ეს დღე ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის. ჩვენს მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ ამ დღის სიყვარული და მნიშვნელობა. ქუთაისში 9 აპრილის ძეგლს არ ჰქონდა სათანადო ადგილი, ჩვენ მას მოვუძებნეთ ყველაზე კარგი ადგილი და ასეც უნდა იყოს, რადგან ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია",  - განმარტა  შოთა მურღულიამ.
Print