ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 10 აპრილამდე ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში და მათ შორის ქუთაისში,  9–10 აპრილს ჰაერის ტემპერატურის კლება და წვიმაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ამ დღეებში 10–დან 13 გრადუსი იქნება. 

"11 აპრილს გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს, მაგრამ 13–დან კვლავ არამდგრად ამინდს უნდა ველოდოთ", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღავენლი, დოდო გვაზავა.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი 2–7 გრადუსს პროგნოზირებენ.

Print