ახალი ამბები
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ელოდებიან
FaceBook
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების მოსმენისთვის ემზადებიან.
პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე სიტყვით რამდენიმე წუთში გამოვა.

პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსი, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებათა წარმომადგენლები და მინისტრები იმყოფებიან.

გიორგი მარგველაშვილი, ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლაში ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებზე, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობებზე, ასევე, მედიისა და სასამართლოს თემებზე ისაუბრებს.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი გამოეყოფა, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები, რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ.

გიორგი მარგველაშვილი დღეს კანონმდებლებთან ყოველწლიური გამოსვლით ქუთაისში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. პრეზიდენტმა ქუთაისში კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტიდან დაიწყო, სადაც სტუდენტებსა და ლექტორებს პრეზიდენტის არჩევის წესის მნიშვნლეობაზე ესაუბრა. ქუთასში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

Print