ახალი ამბები
ქუთაისში ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე მოაჯირებისა და ტროტუარების მოწყობა იწყება
FaceBook
ქუთაისში ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე მოაჯირების და დეკორატიული ფილებით ტროტუარის მოწყობისთვის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები დასრულდა.

სახელმწიფო  შესყიდვები მიმდინარე წლის 15 მარტს გამოცხადდა.

დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მოაჯირების მოწყობას შპს "მიმდემი" განახორციელებს, რომელმაც სამუშაოების შესრულებაში 53 897 ლარი მოითხოვა. ტენდერის  საწყისი ღირებულება კი 70 329 ლარი გახლდათ.

ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე ბეტონის დეკორატიული ფილებით ტროტუარის მოწყობის სახელმწიფო შესყიდვით კი მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა. შპს "არადანი" სამუშოებს 140 945 ლარად შეასრულებს.

პროექტის მიხედვით, ამ მონაკვეთის ნაწილზე რკინაბეტონის, ნაწილზე კი ლითონის მოაჯირის მოწყობა იგეგმება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოაჯირები და ტროტუარის დეკორატიული ფილები გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების დადებიდან 40 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.
Print