ახალი ამბები
ქუთაისში ბავშვთა სასკოლო ოლიმპიადის ფინალური მატჩები ჩატარდება
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ააიპ "საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან" მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტს ხელი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირეჯიბმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებისა და ცალკეული ღონისძიებების ჩატარებასა და სხვა სახის ერთობლივი პროგრამების განხორციელების თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მხარეების გადაწყვეტილებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ქუთაისში ბავშვთა სასკოლო ოლიმპიადის ფინალური მატჩები ჩატარდება. ამ კუთხით ქუთაისის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ერთობლივი ძალისხმევითა და შეთანხმებული მოქმედებით, ხელშეწყობა მოხდება მოსწავლე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ფიზიკურ აღზრდა-განათლებისა და სასკოლო სპორტის განვითარების.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცის მიზნით ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მიმდინარე წლის 28 მარტს 7 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170004913) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდავზე გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისის სპორტული სკოლების ისტორიისა და დღევანდელობის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათ მიერ განხორციელებული აქტივობების, სპორტულ სკოლებში მოღვაწე მწვრთნელებისა და ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენების სპორტული ბიოგრაფიების შესახებ სატელევიზიო გადაცემათა ციკლის მომზადება და ეთერში გაშვება უნდა უზრუნველყოს.
Print