ახალი ამბები
"თუ დეპუტატებს არ უნდათ ქუთაისში მუშაობა ავუხსნათ, რატომ უნდა იმუშაონ" - საქართველოს პრეზიდენტი
FaceBook
"დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და არ ვაიძულოთ სად იმუშავებენ," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ქუთაისში პარლამენტის დარჩენის საკითხი იყო ის ძირითადი საკითხი, რაზეც გიორგი მარგველაშვილს კითხვებით ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თავისუფლება მნიშვნელოვანია და დეპუტატებს არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ.

პრეზიდენტის ამ მოსაზრებას ყოფილი პარლამენტარისა და პარტია "ევროპული საქაართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გია თევდორაძის
რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც მარგველაშვილის ამ არგუმენტს არარელევანტური უწოდა.

პრეზიდენტის მოსაზრება არც "თავისუფალი საქართველოს"იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ გაიზიარა.

იხილეთ ვიდეო შეხვედრიდან:



საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო.
სადაც ის კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში სასწავლებლის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს შეხვდა.

პრეზიდენტი სიტყვით 7 აპრილს საქართველოს პარლამეტშიც გამოვა.
Print