ახალი ამბები
"დასაბუთებული არგუმენტი არ მომისმენია რატომ არ უნდა აირჩიოს ხალხმა პრეზიდენტი" - გიორგი მარგველაშვილი
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო.
სადაც ის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სასწავლებლის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოს კონსტიტუცია გახლდათ.  პრეზიდენტმა  შეკრებილ აუდიტორიას უზენაესი კანონის შესახებ დაწყებული კამპანიის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

"სულისკვეთება კონსტიტუციის მდგომარეობს შემდეგში, რომ თავისუფალი ადამინები, რომელსაც ღმერთმა მოგვცა სიცოცხლე და თავისუფლება ერთმანეთს ვუთანხმდებით რა ცხოვრების წესით ვიცხოვროთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.


ქვეყნის მთავარსარდალმა  საბჭოთა კავშირის დროს კონსტიტუციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ადამიანი ერთიანი მექანიზმის შემადგნელი ნაწილად მოაზრებოდა. მისი თქმით, დღეს განსხვავება იმ სისტემისგან არის ის, რომ დღეს თავისუფალ საქართველოში ასევე, თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობენ.

„ქვეყნის მთავარი კანონის შექმნა ყველა ჩვენთაგანის უფლებაზე გადის. თანამონაწილე და ემოციის შემქნელი თუ როგორი იქნება ეს კანონი ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ~",  - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორეებმა და სტუდენტებმა საქართველოს პრეზიდენტს კითხვები დაუსვეს. სტუდენტების ინტერესის ძირითადი თემა პრეზიდენტის არჩევის წესში დაგეგმილი ცვლილებები იყო. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევითობის წესში შესაძლო ცვლილებები მისთვის გაუგებარია.

„ჯერ მე დასაბუთებული არგუმენტი, იმისა რატომ არ უნდა აირჩიოს ხალხმა პრეზიდენტი არ მომისმენია. მე მესმის საზოგადოების სრული მხარდაჭერა იმ საკითხისადმი რომ საქართველოში პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა და სწორედ ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს აირჩევს თუ არა პრეზიდენტს“, - განაცხადა გიორგო მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს ქუთაისში დღეს, ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა, რომელიც ამ წუთებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიმდინარეობს.


Print