ახალი ამბები
ჭოგნარში ერთი კვირის წინ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში  ერთი კვირის  წინ  მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი  გახსნილია. ყაჩაღობის ბრალდებით კი ოთხი პირია დაკავებული.

ამის შესახებ ქუთაისპოსტს შინაგან საქმეთა სამინიტროში განუმარტეს.  

უწყების ინფორმაციით, ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთებია ამოღებული. საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  179–ე მუხლით მიმდინარეობს. რაც თავისუფლების ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალიწინებს.  

დაზარალებული, მზია დოღონაძე ამბობს რომ 4 დაკავებულიდან 2 პირი ამოიცნო, რომლებიც, დოღონაძის თქმით, წარსულში ნასამართლევი იყვნენ. მისი თქმით, წაღებული ნივთებიდან ოჯახის კუთვნილი თოფის გარდა ყველა ნივთი ამოღებულია. 

"ჩემს გარდა, კიდევ ბევრს გაამწარებდნენ რომ არ დაეკავებინათ. ბეჭდების თვლები გადაადნეს და ზევიდან გვირგვინი ჰქონდა ერთს, რომელიც მოჭრილია და იმას ყიდიდნენ თურმე", - ამბობს მზია დოღონაძე.

მიმდინარე წლის 30 მარტს ბერეკაშვლების სახლში სამი ნიღბიანი შეიჭრა.

დაზარალებული მზია დოღონაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ წაღებულია 500 ლარი, ერთი ოქროს საყურე და ოქროს ბეჭედი. ასევე, მისი თქმით, შეიარაღებულმა პირებმა ბავშვის სათამაშო კომპიუტერი, ოჯახის კუთვნილი თოფი და სომხური კონიაკები წაიღეს. ადვოკატ მზია დოღონაძის თქმით, მისი შვილი სასტიკად აწამეს.

"კარები ფეხებით შემოამტვრიეს, რომ შემოვარდნენ ეგრევე დაგვიწყეს რტყმევა. ოქროები და ფული მოგვეცითო. ბევრი ფული გაქვთო თქვენო. სულ კონდახებით სცემეს ჩემი შვილი. ამ დროს მე შაქარმა ამიწია და გავითიშე. ჩემმა შვილმა უთხრა არ სცემოთო მაგ დიაბეტიანი არისო და მერე მე შემეშვნენ და ჩემს შვილს
ურტყამდნენ", - ამბობს დაზარალებული ადვოკატი. ის ამბობს, რომ ყაჩაღებმა იმდენად სცემს მისი შვილი, რომ საჭირო გახდა იმ ღამესვე საავადმყოფოში გადაყვანა. როგორც მზია დოღონაძე გვიყვება, შვილის მდგომარეობა სტაბილურია და ის უკვე სახლში იმყოფება.
Print