ახალი ამბები
წყალტუბოს სოფელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი განადგურდა
FaceBook
წყალტუბოს სოფელ ჭოლევში 5 აპრილს გვიან ღამით გაჩენილი ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდონდენ.   ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. თუმცა, ადგილზე რჩება ერთი ერთი სახანძრო სამაშველო სპეცტექნიკა.

"რადგან ამინდი არის ქარიანი საშიშროება არის კიდევ გაჩნდეს ცეცხლი და ამიტომაც ერთი ავტომანქანა ადგილზე რჩება პრევენციის მიზნით", - განმარტავენ ჩვენთან საუბარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის შედეგად 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი არის დაზიანებული.

"სორმონი ჭოლევის გზაზე არის ტყის მასივი განადგურებული. ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე არ გადასულა", - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, კონსტანტინე მამისეიშვილი.

ხანძარი 5 აპრილს დაახლოებით 21 :00 საათზე გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, მისი გაჩენა შესაძლოა საგაზაფხულო სამუშაოების უკავშირდებოდეს.

"ეკალბარდების გაწმენდა მიმდინარეობს. შეიძლება, ვინმემ სიგარეტის ნამწვი დააგდო და იმან გააჩინა ხანძარი", - განმარტავენ ადგილობრივები.

Print