ახალი ამბები
წყალტუბოს სოფელში გაჩენილი ხანძარის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოლევში ეკალ-ბარდებზე გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლების განმარტებით, ცეცლის ლოკალიზება ქარის გამო ვერ ხერხდება.

სოფელ ჭოლევში ხანძარი ერთი საათის წინ გაჩნდა.

"ეკალბარდების გაწმენდა მიმდინარეობს. შეიძლება, ვინმემ სიგარეტის ნამწვი დააგდო და იმან გააჩინა ხანძარი", - განმარტავენ ადგილობრივები.

სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას ოთხი ერთული სპეცტექნიკა ახდენდა.

მათივე ცნობით, დღეს წყალტუბოში საცხოვრებელი სახლიც დაიწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Print