ახალი ამბები
ქუთაისის მერიის თანამშრომლები ორმაისობის ჩატარებისთვის პრემიებს მიიღებენ
FaceBook
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გვირილობის დღესასწაულის ორგანიზებულად  და  ინციდენტის გარეშე ჩავლის გამო თანმამშროლებს კამერების წინ მადლობა გადაუხადა. ქალაქის პირველი პირის განმარტებით, თვის ბოლოს, შესაძლოა, მერიის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ორმაისობის ღონისძიებების ორგანიზებაში, პრემიებიც მიიღონ.
"ასეთი ორგანიზებული ორმაისობა პირველი  შედეგია ჩვენს მიერ სწორად შერჩეული კადრების. ეს ადამიანები მადლობას ოფიციალურადაც მიიღებენ, რომელიც ბრძანების სახით გამოვა და მათ საქმეშიც ჩაიწერება. ასევე, თვის ბოლოს კი, შესაძალოა, მერიის თანამშრომლებმა პრემიებიც მიიღონ", - განმარტა ქალაქის მერმა.

თეკლე მორგოშია



Print