ახალი ამბები
წყალტუბოს სოფელ ჭოლევში ეკალ-ბარდები იწვის
FaceBook
ამ წუთებში  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოლევში ეკალ-ბარდებზე გაჩენილ ხანძარს აქრობენ. შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა.

"ეკალბარდების გაწმენდა მიმდინარეობს.  შეიძლება, ვინმემ სიგარეტის ნამწვი დააგდო და იმან გააჩინა ხანძარი", - განმარტავენ ადგილობრივები. 

სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით,  ხანძრის ლოკალიზებას ოთხი ერთული სპეცტექნიკა ახდენს.

მათივე ცნობით, დღეს წყალტუბოში საცხოვრებელი სახლიც დაიწვა.  შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Print