ახალი ამბები
ტყიბულში პოლიციელის მაღაზიის გაძარცვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook
ტყიბულში,  პოლიცელის საკუთრებაში არსებული მაღაზიის გაძარცვის მცდელობის ფაქტზე,  ერთი პირი დააკავეს. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ძარცვის მცდელობა 4 აპრილს  მოხდა. სასურსათო მაღაზია თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა გახსნილი.

თავად   მაღაზიის მესაკუთრე და ტყიბულში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აღნიშნულ  ფაქტს არ ადასტურებს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ  მაღაზია   მის საკუთრებაშია. 

ინფორმაციას ძარცვის მცდელობის შესახებ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინიტროში,  თუმცა, არ აკონკრეტებენ არის თუ არა ობიექტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მფლობელობაში.  

უწყების ინფორმაციით,  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print