ახალი ამბები
ქუთაისში ტრანსპორტზე ფასის მომატებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
FaceBook
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი, სამსონ გუგავა 7 აპრილს საქალაქო ტრანსპორტის მომატებას სასამართლოში  გაასაჩივრებს. ის სარჩელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 6 მარტს 12:00 საათზე შეიტანს. 

სამსონ გუგავა ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ის  ქუთაისის საკრებულოს მიერ  გამოცემული იმ დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს, რის საფუძველზეც 7 აპრილს საქალაქო ტრანსპორტზე ფასი 0.10 ლარით გაიზრდება.   

"ეს არის ანტისოციალური გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა მიეღო ადგილობრივ ხელისუფლებას. ვითხოვთ, ამ დოკუმენტის ბათილად ცნობას, რადგან ის არ არის რეალურ გათვლებზე მორგებული", - ამბობს "ლეიბორისტი"  სამსონ გუგავა.

ქუთაისში, მგზავრობის არსებული ტარიფი სატრანსპორტო ხაზებზე დასაქმებულმა მძღოლებმა მიმდინარე წლის 6 მარტს ორდღიანი გაფიცვით გააპროტესტეს და ღირებულების 10 თეთრით გაზრდა მოითხოვეს.


ამავე თემაზე:


ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში

"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის სანქციებზე
"ველოდებით პროცედურებს" - ქუთაისში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი 1 აპრილიდან გაძვირდეს
Print