ახალი ამბები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 200 აბიტურიენტი დარეგისტრირდა
FaceBook

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოცდების ჩაბარებისთვის სულ 41 200 აბიტურინეტი დარეგისტრირდა.


ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტი უკვე ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, რომელიც რეგისტრაციის დროს მიუთითეს. სამაგიეროდ, 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებლობა ექნებათ დაიმატონ ან შეცვალონ საგამოცდო საგნები.

ცენტრის ინფორმაციითვე,  2017 წელს სტუდენტების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებითვის 2 მილიონ ლარამდე თანხა არის გამოყოფილი და 8 ათასამდე აბიტურიენტი გარკვეული სახის დაფინანსებას სახელმწიფოსგან მიიღებს.

2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ნახევრად ელექტრონული სახით ჩატარდება.

 

Print