ახალი ამბები
ხარაგაულის სოფელ ღორეშაში 25 წლის შემდეგ პირველი საბავშვო ბაღი გაიხსნა
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში 25 წლიანი ლოდინის შემდეგ საბავშვო ბაღმა  ფუნქციონირება დაიწყო.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ,  ხარაგაულის  გამგებელთან,  ნიკოლოზ თოფურიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან,  კობა ლურსმანაშვილთან ერთად გახსნა.

საბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 41 612 ლარით დაფინანსდა. მიმდინარე წელს ხარაგაულში კიდევ ორი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გახსნა  იგეგმება.

იმერეთის რეგიონში გასულ წელს  25 – ზე მეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა, ხოლო 80 – მდე მათგანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ უბისის საავტომობილო ხიდიდან ღორეშის ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზის  5 კმ–იანი მონაკვეთიც მოინახულეს.   პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 959 813 ლარით დაფინანსდა.
Print