ახალი ამბები
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაციიდან, 7 თვის შემდეგ მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.

ადგილზე დასაქმებული ადამიანების თქმით, სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო. ისინი ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ ამჟამად ტერიტორიაზე 11 ადამიანია დასაქმებული. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებზე დასაქმებულების განმარტებით, მაისიდან ინტენისური სამუშაოების დაწყებას აანონსებენ.

"ამ ეტაპისთვის ჭაბურღილი კეთდება, რომლითაც ტბა უნდა მომარაგდეს. 106 მეტრის გაკეთება მოგვიწევს ალბათ, მეტი არა. მანამდე კი, ტბა უნდა გაიწმინდოს და სუფთა წყლით უნდა მომარაგდეს. წყალი სასმელადაც ვარგისი იქნება", - გვიხსნის სამუშაოზე დასაქმებული, როსტომ ჭიღლაძე.



მათივე თქმით, გეოლოგები ნიადაგის მდგრადობაზე სინჯებს იღებენ, იმის დასადგენად თუ რამდენად გაუძლებს ნიადაგი დატვირთვას სამუშაოების დაწყების შემდეგ. 



რაც შეეხება, უნივერსიტეტის კორპუსს, ის ხუთსართულიანი იქნება. სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი -150.
მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.


ამავე თემაზე: 

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ
"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე
Print