ახალი ამბები
ქუთაისის მერის მეუღლის მანქანის გაძარცვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მეუღლის, თეონა შეყილაძის კუთვნილი ავტომანქანის გაძარცვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია.  
ფაქტზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

შემთხვევა გუშინ მოხდა, ავტომობილიდან გარე ხედვის სარკეებია წაღებული.  

თეონა შეყილაძეს საკუთარებაში  Mercedes Benz ML 350-ია
Print