ახალი ამბები
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის ბავშვების ნახატები წიგნად გამოიცემა
FaceBook
"ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს" - მალე ამ სახელწოდების წიგნის გამოცემა იგეგმება.
კრებულში ქუთაისის სამხატვრო სკოლის ბავშვების მიერ, აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნახატები შევა. წიგნის გამოცემის იდეა აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრს  ეკუთვნის, თავად პროექტი "ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს" კი - ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს.

ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის ბავშვების ნახატები აფხაზეთის თემაზე თბილისში გამოიფინა. გამოფენას საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

"სამხტავრო სკოლამ პირველად გამოფენა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართა, თემატურად გამოფენა აფხაზეთს ეძღვნებოდა და შედეგი მართლაც დადგა რადგან ბავშვებს თავისი ემოცური დამოკიდებულება გაუჩნდათ აფხაზეთთან. გამოფენის კულმინაცია იყო აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის საჩუქარი", - აღნიშნა ქუთაისის ახალგაზრდული ცენრის დირექტორმა, ნატა პატარიძემ.

გამოფენაში 34-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ალბომში ყველა ამ ბავშვის ნახატი შევა ავტორების მცირე ბიოგრაფიებით.

Print