ახალი ამბები
ძალადობა სტადიონზე – ქუთაისში საფეხბურთო გუნდების გულშემატკივრების დაპირისპირებას აკრიტიკებენ (ვიდეო)
FaceBook
2 მაისს საფეხბურთო კლუბების, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრა, გულშემატკივრების დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საფეხბურთო გუნდების გულშემატკივრების დაპირისპირებას ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები ეხმაურებიან.
"ეს არის ძალადობა სტადიონზე, გულშემატკივრებმა ცემა–ტყეპა გამართეს, ეს ჩხუბი შეიძლებოდა მსხვერპლით დასრულებულიყო. ამიტომ, მივმართავ ხელისუფლებას, ამ ფანებს აეკრძალოთ თამაშზე დასწრება,"– ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" ხელმძღვანელი, გია გოქაძე.
მიმდინარე წლის 2 მაისს, თბილისში გამართული თამაში 3:2 თბილისის დინამოს სასარგებლოდ დასრულდა.

ანა ჯანაშია
Print