ახალი ამბები
2017 წელს სახელმწიფო 8 000-მდე აბიტურიენტს დააფინანსებს
FaceBook

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოცდების ჩაბარებისთვის სულ 41 200 აბიტურინეტი დარეგიტრირდა.

თუმცა, დარეგისტრირებულ პირებს მიმდინარე წლის 20 მაისამდე საკუთარი არჩევანში ცვლილებების შეტანა ისევ შეუძლიათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, 2017 წელს სტუდენტების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებითვის 2 მილიონ ლარამდე თანხა არის გამოყოფილი და 8 ათასამდე აბიტურიენტი გარკვეული სახის დაფინანსებას სახელმწიფოსგან მიიღებს.

2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ნახევრად ელექტრონული სახით ჩატარდება.

 

Print