ახალი ამბები
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის ჩანგრევის შედეგად წყლის მილი დაზიანდა
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილის ჩანგრევის შედეგად წყლის მილი დაზინდა. ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე ახორციელებენ "გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომლები.

"ალბათ,  გამორეცხილი იყო ნიადაგი და ჩაინგრა. ძალიან რთული დაზიანებაა, ვერ გეტყვით დღის ბოლომდე მოვასწრებთ თუ არა აღდგენას",- აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.


ფოტო ირაკლი მაღლაფერიძე


მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება შეზღუდლი აქვთ.

თამარ მეფის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი დღეს ჩაინგრა. 


Print