ახალი ამბები
სოფელი საზანო გაზიფიცირდა - ჩირაღდანი კახა კალაძემ აანთო
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა საზანო გაზიფიცირდა. ენერგეტიკის მინისტრმა და "სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვას 1 728 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს. სამუშაოებზე სახელწიფო ბიუჯეტიდან 2 მლნ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.

მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი გრაფიკით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

რაც შეეხება ტარიფს, მინისტრის თქმით აღნიშნულ საკითხზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის საფასური.

საზანოში ვიზიტად მყოფი ვიცე-პრემიერი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსავალსაც გამოეხმაურა. კახი კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია თუ რა საკითხებზე ისაუბრებს პრეზიდენტი. თუმცა, ამბობს რომ მის მოსასმენად მზად არის.

"საკითხები რა იქნება არ ვიცი,არ მაქვს ინფორმაცია თუ რაზე ისაუბრებს,თუმცა მე მზად ვარ პრემიერთან და მინისტრთა კაბინეტთან ერთად მივიდეთ პარლამენტში და მოვუსმინოთ პრეზიდენტს", - განაცხადა კალაძემ.
Print