ახალი ამბები
პრემიერის დახურული შეხვედრა ქუთაისში ახლადგახსნილ სასტუმროში
FaceBook
საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ქუთაისში, სასტუმრო "ბესტ ვესტერნი" გახსნა.

სამვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნაზე გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.

სასტუმროს გახსნაზე ლენტის გაჭრის პატივი კვირიკაშვილთან ერთად, "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს ერგო.

"ვულოცავ პირველ რიგში ყველას მსგავსი დონის სასტუმროს გახსნას. კარგი მაგალითია სხვა ბრენდებისთვის, რომ ქუთაისი მათთვის გახდეს ისეთივე საინტერესო, როგორიც არის თბილისი და ბათუმი", – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

სასტუმროს გახსნაზე კომენტარი ჟურანალისტებისთვის პრემიერ-მინისტრს არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, სასტუმროში დახურულ კარს მიღმა კახი კალაძემ, გიორგი მღებრიშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა თათბირი გამართეს.




სასტუროს გახსნას ქუთაისის ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სამვარსკვლავიანი სასტუმრო "ბესტ ვესტერნი" გრიშაშვილის ქუჩა #11-ში მდებარეობს. მისი მშენებლობა "კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა" საპარტნიორო ფონდის დახმარებით განახორციელა.

სასტუმრო თანამედროვე დიზაინის 45 ნომრისგან შედგება. აქედან, 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპისაა, ასევე 1 ოთახი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. არის უფასო ინტერნეტი და სასაუზმე-ბუფეტი.

პრემიერ–მინისტრმა, ასევე, ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა "იმერიც" დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული ფინანსური რესურსის, 315 000 ევროს მეშვეობით გაფართოვდა.

კვირიკაშვილი ვიზიტს, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რკინიგზის სადგურის ახალი პროექტის პრეზენტაციით დაასრულებს.

თუ როგორ გამოიყურება სამვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრები ნახეთ
ფოტორეპორტაჟი:


Print