ახალი ამბები
ქუთაისში სასტუმროსთან, რომელსაც კვირიკაშვილი გახსნის, პოლიციაა მობილიზებული
FaceBook
ქუთაისში,  გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ბესტ ვესტერნთან" საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ასევე, ამავე ქუჩაზე შეზღუდულია ავტოსადგომებზე პარკირება.
"ბესტ ვესტერნის" დღეს პრემიერ-მინისტრი გახსნის, რომელსაც 18:20 საათზე ელოდებიან. სამვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას 2015 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა საფუძველი.

საპატრული პოლიციის თანამშრომლები,ასევე მობილიზებულები არიან ე.წ სიყვარულის ბაღში.



ქუთაისში ვიზატად მყოფი გიორგი კვირიკაშვილ სასტუმროს გარდა, 21:00 საათზე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რკინიგზის სადგურის პროექტის პრეზენტაციასაც გამართავს.

Print