ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 7 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 7 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების  ვარაუდით, ქუთაისში მიმდინარე წლის 5 და 6 აპრილს ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.

"დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიოტრიზე და სამეგრელოს ნაწილშიც 7 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5 აპრილს შესაძლოა იქროლოს აღმოსავლეთის მიმართულების ქარმა. თუმცა, 6 აპრილს ჰაერი ჩადგება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღავენლი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 7 აპრილს იწვიმებს.სონოპტიკოსების ცნობით ნალექი 8 და 9 აპრილსაც შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა კი 12 გრადუსამდე დაიწვს.

Print