ახალი ამბები
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა პირველად ბათუმში განხორციელდება
FaceBook
საქართველოს გეოგრაფიული მონაცემები ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში აისახება.
სანავიგაციო სისტემის პროექტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საველე სამუშაოების შედეგად მიღებული გეოგრაფიული მონაცემები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამუშავდება და მსოფლიო ლიდერი სანავიგაციო კომპანიებს Google-სა და Tomtom-ს მიეწოდება.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტს პირველად ბათუმში განხორციელდება.

ამ მიზნით ბათუმში არსებული ტურისტული მნიშვნელობის ობიექტების, სასტუმროების, დასასვენებელი და გასართობის ადგილების აღწერა ჩატარდა.

საჯარო რეესტრის სააგენტოს განმარტებით, ის ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

საქართველო პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც ეროვნული სანავიგაციო სისტემა დაინერგება.





Print