ახალი ამბები
ცაგერში ტურისტი მდინარემ წაიღო
FaceBook
ცაგერში, ჯომარდობისას ახალგაზდა ტურისტი წყალში გადახტა, რომელიც მდინარემ წაიღო.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ცაგერის გამგებლის რევაზ ბენიძის განმარტებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.
"ცაგერში, ახალ ხიდთან არის წყაროები, სადაც ჯომარდობა იმართებოდა. ერთ-ერთი ტურისტი, ახალგაზდა გოგონა მეორე მხარეს გადაცურვის მიზნით წყალში გადახტა. სხვა მეტი განსაკუთრებული არ მომხდარა. საგანგებო სიტუაციების სამსახური შსს  დაქვემდებარებაშია და ამიტომ ჩვენ გვიან გავიგეთ", - განმარტა სატელეფონო საუბრისას რევაზ ბენიძემ, მისი თქმით, ტურისტი უკარინელია.

Print