ახალი ამბები
ტყიბულში 5 დღის წინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია
FaceBook
ტყიბულში მიმიდინარე წლის 29 მარტს მომხდარი მკვლელობის ფატზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შსს-მ 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ჯ დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მარტს ქალაქ ტყიბულში, ე.წ. მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, პისტოლეტიდან ორი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ შ.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დ.ჯ. მომხდარიდან მესამე დღეს ტყიბულში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რაც პირზე ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.

ტყიბულში, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებდნენ. მკვლელობის ვერსიებზე საუბარის უჭირდათ ადგილობრივებსაც.

"საღამოს მეოთრე ცვლაში შედიოდა დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა. სროლის ხმა შახტის შესასვლელთან იყო. მაგრამ ვერ გეტყვით ვინ ან რატომ ესროლა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
გარცვლილი პირი მინდელის სახელობის შახტაში მუშაობდა. როგორც მაღაროს დაცვის წევრები განმარტავენ, ორი გასროლის ხმა იყო.
Print