ახალი ამბები
ქუთაისში ეკომიგრანტი ქალების ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
FaceBook
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხონში მცხოვრები ეკომიგრანტი ქალების ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

წარმოდგენილი იყო 26 ნამუშევარი, რომელიც 11-მა ეკომიგრატმა ერთი თვის მანძილზე შეასრულა.

პროექტს რეგიონალური ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი", "კავკასიური სახლის" დაფინანსებით ახორციელებს.

"პროექტი ეკომიგრანტი ქალების ხელთნაკეთი ნივთების, ნაქარგების პოპულარიზაციას ემსახურება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მათი გაძლიერება და მახარდაჭერა სწორედ ამ მიმართულებით, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება," - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ.

ხელთნაკეთი ნივთებისა და ნაქარგების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა პროექტში ჩართულ ეკომიგრანტ ქალებს სრულად გადაეცა, რათა მათ ამ მიმართულებით საქმიანობა მომავალშიც გააგრძელონ.


Print