ახალი ამბები
როგორი იქნება ქუჩა, რომელიც ავტობანს ქუთაისთან აკავშირებს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე, ინფრასტრუქტურა სრულად უნდა მოეწყოს.
ნიკეას ქუჩაზე სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით, ნიკეაზე გზის საფარი, გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიულები, გარეგანათებისა და ღვარსადენი სისტემები გაკეთდება.
პროექტში ასევე მითითებულია, რომ ნიკეას ქუჩის მთელ სიგრძეზე გამწვანების ზოლი, ერთგვარი გამყოფი ზოლიც იქნება და მის ორივე მხარეს ავტომობილებისთვის სამზოლიანი სავალი გზა მოეწყობა.
KutaisiPost
ნიკეას ქუჩის სრული რეაბილიტაცია ქუთაისის შემოსასვლელიდან ჭავჭვაძი-ნიკეას გზაჯვარედინამდე მოხდება, ასევე ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევისა და ჭავჭავაძის ხიდზე არსებული პანდუსებიც მოწესრიგდება," - განმარტავენ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.
ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია მუნციპალური ფონდის განვითარების დაფინასებით განხორცილედება.
თუმცა როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები ნიკეას ქუჩაზე და რა მოცულობის თანხა დაიხარჯება, აღნიშნულზე ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ანა ჯანაშია

Print