ახალი ამბები
"აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ იყიდება" - გოგი წულაია
FaceBook

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ჩხობაძის #11-ში მდებარე აფთიაქში ფსიქოტროპული წამლები უკანონოდ იყიდება.

ეს განცხადება პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ გააკეთა.

მისი თქმით ფსიქოტროპული ნივთიერებები აფთიაქში რეცეპტის გარეშე  გაიცემა.

"17 - 18 წლის გოგო-ბიჭები არიან მისეული ინგრევენ ორგანიზმს. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს არ იცის პოლიციამ. ეს ხდება სახელმწიფოს ხელშეწყობით. ბავშვების სიცოცხლის ხარჯზე იშოვო ფული ესაა უზნეობის მწვერვალი", - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.

ავტოქარხნის დასახლებაში ჩხობაძის #11-ში მდებარე აფთიაქის ადმინისტრაციაში კი ირწმუნებიან, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს  გასცემდენენ რეცეპთან ერთად. თუმცა,  როგორც აფთიაქში განგვიმარტეს  უკვე ორი თვეა ეს მედიკამენტები არც ქონიათ. 

"ის, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ვყიდით ურეცეპტოდ  არასწორი ინფორმაციაა", -  განმარტეს აფთიაქის ადმინისტრაციაში.



 

Print