ახალი ამბები
ქუთაისში სასტუმრო "ბესტ ვესტერნი" 3 აპრილს იხსნება
FaceBook

ქუთაისში სასტუმრო "ბესტ ვესტერნი ქუთაისი" მიმდინარე წლის 3 აპრილს გაიხსნება.


ახალი სასტუმრო, რომელიც ქუთაისში გრიშაშვილის #11 ში მდებარეობს მიმდინარე წლის აპრილიდან ოპერირებას დაიწყებს.


სასტუროს მშენებლობა "კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა" საპარტნიორო ფონდის დახმარებით განახორციელა. პროქტში ჯამში 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

სასტუმრო თანამედროვე დიზაინის 45 ნომრისგან შედგება აქედან 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის, ასევე 1 ოთახი სრულად აპადტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, არის უფასო ინტერნეტი და საუზმე-ბუფეტი.



სასტუმროში განთავსებულია 3 მობილური საკონფერენციო დარბაზი, რომელთა ჯამური ტევადობა 100 კაცამდეა.



სასტუმრო "ბესტ ვესტერნი ქუთაისი"-ის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, რომელსაც საფუძველი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვლმა ჩაუყარა.

თუ როგორ გამოიყურება სამვარსკვალიანი სასტუმოროს ნომრები ნახეთ ფოტორეპორტაჟი.

Print