ახალი ამბები
"ვიზალიბერალიზაცია უდიდესი წარმატებაა" - საგარეო საქმეთა მინისტრი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
FaceBook
ვიზის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხელ ჯანელიძე, ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ - მასწავლებლებს შეხვდა.
მან ახალგაზრდებთან ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირი-შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხებზე ისაუბრა.

საუბარი, ასევე შეეხო, განათლების, კულტურის, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში წარმოქმნილ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ეს მიღწევა გულისხმობს.




"ვიზალიბერალიზაცია უდიდესი წარმატებაა, უდიდესი პოლიტიკური და პრაქტიკული შედეგის მატარებელია, მაგრამ ამასთანავე ევროინტეგრაცია ბევრად უფრო ფართო თემაა, რომელიც ევროკავშირთან ძალიან ბევრ საერთო პროექტს გულისხმობს", – ამბობს მიხეილ ჯანელიძე.

მოხსენების ბოლოს სტუდენტებს მიხეილ ჯანელიძესთვის აღნიშნულ საკითხზე კითხვის დასმის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

"ჩვენს იმ პერსპექტივებზეც იყო საუბარი, რომელსაც ეს კავშირი გვთავაზობს. ძალიან საინტერესო გასაუბრება იყო მინისტრთან და იმედი გავქვს მსგავსი შეხვედრები მომავალშიც იქნება", – ამბობს წერეთლის სტუდენტი, დავით როყვა.

შეხვედრის ბოლოს მინისტრს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საჩუქრად წიგნები გადასცა.

ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ მინისტრი ვანში გაემგზავრება, სადაც ვანის კულტურის სახლში ადგილობრივ იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობას, ვანის მოსახლეობას, სასულიერო პირებსა და იმერეთის სოფლის რწმუნებულებს შეხვდება.
Print